მოგესალმებით წინანდლის საიტის საცდელ ვერსიაზე

 

მობრძანდით წინანდალში

1947 წლის პირველი აგვისტოდან წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახელობის სახლ-მუზეუმი ეპატიჟება ამ ოჯახითა და სასახლით დაინტერესებულ ყველა სტუმარს. 2008 წლის რესტავრაციის შემდეგ განახლებულმა საგამოფენო დარბაზებმა უკვე უმასპინძლეს არაერთ მნიშვნელოვან ქართველ და უცხოელ ავტორს:_ სალვადორ დალის, ელენე ახვლედიანს, ლევან მეხუზლას, დიმიტრი და სანდრო ერისთავებს, სერგო ქობულაძესა და კარლო კაჭარავას. ყოველი სეზონის ახალი გამოფენა მუზეუმს უფრო და უფრო საინტერესოს ხდის. მუზეუმი რეგიონის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კულტურულ ცენტრად იქცა.

2011 წლის 1 მაისს გაიხსნა ახალი გამოფენა "ერთხელ ჰოლანდიაში." წარმოდგენილია ჰოლანდიური გალერეის "Simonis & Buunk" ზეთში შესრულებული მე-19 - მე-20 საუნუნეების ტილოები. გამოფენილი ავტორებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია პაბლო პიკასოსა და პიტ მონდრიანის ნამუშევრები; ორივე ავტორი მეოცე საუკუნის საუკეთესო მხატვართა სიაში შედის და ამდენად წინანდალში ჩამოსული დამთვალიერებელი თანამედროვეობის ერთ-ერთ საუკეთესო ქმნილებებს გაეცნობა.

გამოფენა გაგრძელდება ივნისის ბოლომდე.

გელით!

სამუშაო საათები

ყოველდღე 10:00დან 19:00 საათამდე. ზამთარში 10:00 დან 17:00მდე.

ბილეთის ფასი

მოსწავლეთათვის 3 ლარი.

სტუდენტებისათვის 4 ლარი.

სტანდარტული 5 ლარი.

სტანდარტული, წინანდლის ღვინის ერთი სახეობის დაგემოვნებით 7 ლარი.

სტანდარტული, ღვინის სხვადა-სხვა სახეობების დაგემოვნებით 20 ლარი.

პარკის დათვალიერება 2 ლარი.

შეღავათები

6 წლამდე ბავშვები უფროსების თანდასწრებით დაიშვებიან უფასოდ. ასევე "მუზეუმის საპატიო სტუმრები", ICOM-სა და UNESCO-ს წევრები.

თავადი ალექსანდრე ჭავჭავაძე Alexander Chavchavadze

ოეტი, მხედართმთავარი, მთარგმნელი, დიპლომატი, დიდი მემამულე, საზოგადო მოღვაწე და ნოვატორი ალექსანდრე ჭავჭავაძე (1786-1846) თავისი ეპოქის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა გახლდათ. მას პატივს სცემდნენ როგორც საქართველოში, ისე რუსეთის იმპერიაში. ალექსანდრე ჭავჭავაძე რუსეთის იმპერატრიცა ეკატერინე მეორის ნათლული იყო, იგი ბავშვობიდანვე მაღალ საზოგადოებაში ტრიალებდა, ეცნობოდა ყოველ სიახლეს რაც იმდროინდელ რუსულ, თუ ევროპულ საზოგადოებაში ინერგებოდა. ალექსანდრე ჭავჭავაძე სამხედრო სამსახურში მსახურობდა (გენერალ-ლეიტენანტი) და არაერთი მნიშვნელოვანი სამხედრო ექსპედიციის მონაწილეც გახლდათ. 1813-1815 წლებში ნაპოლეონის წინააღმდეგაც კი იბრძოდა (ბარკლაი დე ტოლის ადიუტანტი). ალექსანდრე ჭავჭავაძე 1804 წლის აჯანყებისა და 1832 წლის შეთქმულების მონაწილეა.


ლექსანდრე ჭავჭავაძემ ქართული კულტურის განვითარებას მთელი სიცოცხლე მიუძღვნა. იგი ქართულ პოეზიაში რომანტიზმის ფუძემდებლად ითვლება. მან ქართულ ენაზე ისეთი ევროპელი და რუსი ავტორები თარგმნა, როგორებიც არიან ეზოპე, ვოლტერი, პუშკინი და სხვა.


ალექსანდრე ჭავჭავაძემ პირველმა, ქართული ღვინო ევროპული წესით დაამუშავა და დასავლეთისათვის ხელმისაწვდომი გახადა. მისი ღვინის მარანი დღესაც აგრძელებს არსებობას. დამთვალიერებელს შესაძლებლობა აქვს ბოთლში პირველად ჩამოსხმული 1839 წლის მოსავლის საფერავი იხილოს; ამას გარდა აქ 16 500 ბოთლი სხვადასხვა სახეობის ღვინო ინახება.


ინანდლის სასახლე ევროპული და ქართული კულტურის საუცხოო ნაზავია და წარმოადგენს ნათელ მაგალითს თუ რა ღირებულებებს ნერგავდა ალექსანდრე ჭავჭავაძე საქართველოში.

 

გალერეა

შემოთავაზება

  • 180
  • მუზეუმის პირველ სართულზე განთავსებულია სუვენირების მაღაზია, რომელშიც წარმოდგენილია მუზეუმთან და კახეთის რეგიონთან დაკავშირებული სუვენირები. აქ შეგიძლიათ შეიძინოთ ნინო ჭავჭავაძის ხელით ნაქარგი ცხვირსახოცის ასლი, ქართული არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი მასალის ასლები და მრავალი სხვა რამ.

    წინანდლის მუზეუმის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ასევე კაფე "წინანდალი" და ღვინის დასეგუსტაციო ბარი. კაფეში შეგიძლიათ მსუბუქად ივახშმოთ და დააგემოვნოთ კვალიფიციური მზარეულის მიერ მომზადებული კერძები. სადეგუსტაციო ბარში კი ქართული ღვინის 20-ზე მეტი სახეობაა წარმოდგენილი და აქ მოსულ სტუმარს შეუძლია დააგემოვნოს თითოეული. სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია ღვინის შეძენაც.

  • 180
  • 180
  • წინანდლის საგანმანათლებლო ცენტრი წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმისა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერაა დაარსებული. ცენტრის მისია მუზეუმში საგანმანათლებლო საქმიანობის გააქტიურება, თანამედროვე საგანმანათლებლო ტექნოლოგიების დანერგვა და სამუზეუმო აუდიტორიის გაფართოებაა.

    წინანდლის საგანმანათლებლო ცენტრში რამდენიმე პროგრამის განხორციელებაა დაგეგმილი. აქ იფუნქციონირებს საგანმანათლებლო სალონი, ჩატარდება განათლების კვირეულები, გამოფენები და კონკურსები. აღსანიშნავია პროგრამა "ვისწავლოთ მუზეუმში", რომელიც გულისხმობს სკოლების მიერ სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებას მუზეუმის ტერიტორიაზე. ცენტრს აქვს თავისი საიტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია წინასწარ დაგეგმოთ საგანმანათლებლო- გასართობი ტიპის ღნისძიებები და ამით ექსკურსია უფრო სახალისო და საინტერესო გახადოთ.

    მუზეუმის საერთო საგამოფენო ფართობი 1809 კვ მეტრია. ამათგან სასახლე მოიცავს 800 კვ. მეტრს, ხოლო ღვინის მარანი,_ 1009 კვ მეტრს. დღეისათვის სასახლის უმეტესი ნაწილი ეთმობა პერმანენტულ ექსპოზიციას, რომელიც ეძღვნება ალექსანდრე ჭავჭავაძესა და მის შთამომავლობას. აქვე უნდა ითქვას, რომ ზოგიერთი საგამოფენო დარბაზი (ღვინის მარნის ზედა სართული 808 კვ მეტრი და სასახლის თაღებიანი გალერეა 200 კვ მეტრი) გამოიყენება სხვადასხვა ტიპის გამოფენებისა თუ ღონისძიებების მოსაწყობად.

  • 180

ბაღი

წინანდლის ბაღი 18 ჰექტარზეა გადაჭიმული. ალექსანდრე ჭავჭავაძემ პირველმა ჩამოიყვანა ევროპიდან დეკორატიული ბაღის სპეციალისტები და წინანდლის მამულში ბაღის გაშენება დაიწყო. პარკი საინტერესოა თავის გეგმარების პრინციპით. აქ ვხვდებით ველური ბუნებრიობისა და დეკორატორის მიერ შექმნილი ლანდშაფტების ორგანულ სინთეზს; ამგვარად წინანდლის ბაღი უფრო თავისუფალი დაგეგმარების პრინციპითაა შექმნილი. ზოგიერთი სპეციალისტი მას ინგლისურ პარკებს ადარებს, როგორებიცაა რიჩმონდისა და კიუს პარკები.
პარკში დაცულია დასავლური, აღმოსავლური და ამერიკული წარმოშობის მცენარეთა მრავალფეროვანი ჯიშები. 1887 წელს დაიწყო დეკორატიული პარკის გადაკეთება-გამდიდრება, გეგმის შესადგენად კი პეტერბურგელი ლანდშაფტური ხელოვნების დიდი ოსტატი, არნოლდ რეგელი მოიწვიეს.
დღეისათვის პარკი რეაბილიტაციის პროცესშია, სამომავლოდ იგეგმება მისი ინფრასტრუქტურული მოწყობა და იმედია მომავალში დამთვალიერებელი მას მთელი თავისი დიდებულებით იხილავს.

ბაღის ხედები

სიახლე

ჭავჭავაძეების საგვარეულო ბეჭედი

2010 წლის ბოლოდან წინანდლის მუზეუმს შეემატა კიდევ ერთი ახალი ექსპონატი- ჭავჭავაძეების საგვარეულო საბეჭდავი. სამეცნიერო კვლევის, დამუშავებისა და დამზადების თარიღის გარკვევის შემდეგ ის საგამოფენო სივრცის ნაწილი გახდება.

წინასწარი მონაცემებით ბეჭედი მეცხრამეტე საუკუნისაა და შესაძლებელია ალექსანდრე ჭავჭავაძისაც ყოფილიყო.

კარლო კაჭარავა

კარლო კაჭარავა ხელოვნებათმცოდნე, მხატვარი, პოეტი ქართული თანამედროვე ხელოვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წარმომადგენელი იყო. მისი ნამუშევრები დაცულია მსოფლიოს მრავალი ქვეყნის გალერეებსა და მუზეუმებში. იგი ასევე იყო ჯგუფ "არქივარიუსისა" და "10 სართულის" ლიდერი.

"დიდი ქალაქების მიღმა" ამ სახელწოდებით წინანდალში გაიხსნა მისი პერსონალური გამოფენა, რომელიც წლის ბოლომდე გასტანს.

...

...

260 260

კონტაქტი

შეკითხვის, კომენტარის ან შემოთავაზების არსებობის შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნოთ წერილი ქვემოთ მოცემული წერილის გამგზავნი დაფის საშუალებით, ჩვენთვის თითოეულის აზრი ძვირფასია, გმადლობთ წინასწარ!

საკონტაქტო ინფორმაცია

ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში გთხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ მისამართზე:

 

ამბრელა კონსალტინგი
49ა ილია ჭავჭავაძის გამზირი
0162 თბილისი, საქართველო

ტელ: 0 570 704 389

პერსონალის ელ-ფოსტა